ჩვენ შესახებ

Commercio.ge - კომერციო

Commercio.ge - კომერციო 2020 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ქალთა სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორია, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებსა და აქსესუარებს.
ჩვენი მიზანია საყოფაცხოვრებო დონეზე გავუადვილოთ ადამიანებს თავის მოვლის პროცედურების ჩატარება და ძვირადღირებული სალონური სერვისების მარტივად სახლიდან გაუსვლელად მიღება.
ჩვენთან წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არის უმაღლესი ხარისხის და შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს, მათ შორის პროდუქტის უსაფრთხოებისა და მოხმარების სტანდარტებს, არის აბსოულუტურად უსაფრთხო თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ჩვენ ვცდილობთ, საქართველოს ბაზარზე შემოვიტანოთ ინოვაციური თავის მოვლის საშუალებები და ავამაღლოთ ცნობიერება ამ კუთხით, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე პროდუქტები და კიდევ უფრო გავუმარტივოთ თავის მოვლის პროცედურების ჩატარება მსოფლიოში აპრობირებული ტექნიკისა თუ სხვა პროდუქტის მეშვეობით.

ხარისხი, მომსახურება, პროფესიონალიზმი!

ხარისხი – ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური და დაპირებული შედეგის მიღებას უმოკლეს ვადაში.

მომსახურება – ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ მომხმარებელს, რომელიც დაინტერესდება ჩვენი პროდუქტებით გავუწიოთ მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება, დავეხმაროთ სწორი პროდუქტის არჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

პროფესიონალიზმი – ჩვენ გვჯერა, რომ კვალიფიციური ცოდნის გარეშე, მომხმარებლისთვის პროდუქტის მიყიდვა დაუშვებელია და მუდმივად მზად ვართ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად, რაც მომხმარებელს შეიძლება დაებადოს. არ არსებობს არასწორი შეკითხვები.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

უსწრაფესი მიწოდება

ჩვენი კურიერები უსწრაფესად მოგაწვდიან სასურველ პროდუქტს მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფელსა თუ ქალაქში, თქვენს სახლში.

მიწოდების დრო

თბილისის მასშტაბით 1-2 სამუშაო დღე. რეგიონებში 3-4 სამუშაო დღე.
(მიწოდების დრო შეიძლება შეიცვალოს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით).

ექსკლუზიური გარანტია

ოფიციალური ქარხნული შეცვლითი გარანტია, რომლის მეშვეობითაც დაცული ხართ გაუთვალიწინებელი ქარხნული წუნის შემთხვევაში პროდუქტის ახლით შეცვლით.

Shopping Cart