წესები და პირობები
ვებ გვერდი commercio.ge არის შპს “ჯიდი კომერციო ”-ს (ს/კ 427741152) საკუთრება.
ამ ვებ-საიტით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით ქვემოთმოყვანილ წესებსა და პირობებს, ადასტურებთ რომ კეთილსინდისიერად გამოიყენებთ ჩვენს ვებსაიტსა და ყველა მის ფუნქციას.
ჩვენი მხირვ, კომპანია იღებს ვალდებულიებას დაიცვას ის წესები და პირობები, აღნიშნული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული
ზოგადი პირობები
გამოყენებული ტერმინები :
ჩვენ/კომპანია – შპს “ჯიდი კომერციო ”-ს (ს/კ 427741152)
თქვენ/მომხმარებელი – პირი( როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული ), რომელიც შედის და სარგებლობს ჩვენი ვებ-საიტით ;
ვებგვერდის გამოყენებისას თქვენ ადასტურებთ, რომ :
- ხართ სრულწლოვანი – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა მშობლისგან, მერუვისგან ან შესაბამისი უფლებამოსილი პირისგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, გამოიყენოთ ჩვენი ვებ გვერდი, მიიღოთ შესაბამისი მომსახურება და განკარგოთ თქვენი ანგარიში და პირადი ინფორმაცია;
- უზრუნველყოთ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებსა და ვებ გვერდით სარგებლობის წესების დაცვა.
- თანამშრომლობის პროცესში წარმოადგენთ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
- დაიცავთ საავტორო უფლებებს, მათ შორის არ მოახდენთ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის, მედია მატერიალების, სურათების ფოტოების, ვიდეოებისა და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაციის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ჩვენთან, სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახითა და დანიშნულებით;
- დაიცავთ ვებგვერდით სარგებლობის უსაფრთხოების წესებს, არ შეეცდებით ჰაკერულად, მოტყუებით, უკანონოდ დაეუფლოთ ვებგვერდის სამართავ პანელზე წვდომას.
- არ განახორციელებთ ისეთ მოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ან/და სადფრთხეს უქმნის ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებას
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც ითვალისწინებს სხვა მომხმარებლის პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის, ანგარიშის უსაფრთხოების კოდების, პაროლების ან სხვა დაფარული ინფორმაციის გაგებას.
- არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებსა და სხვა ტიპის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით ან ამ ხელშეკრულების პირობებით.
პროდუქტის შეძენა
- ვებსაიტზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია რეგისტრაციისა და პირადი კაბინეტის შექმნის გარეშე
- პროდუქტის შეძენისას თქვენ ვალდებული ხართ ვებსაიტზე წარმოადგინოთ სწორი პირადი ინფორმაცია, მათ შორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეკვეთის განთავსების გვერდზე არის მოთხოვნილი.
- მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის სწორად და ვალიდურად მოწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია თავისფულდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს ამგვარი მოქმედებით.
- პროდუქტის შეძენის შემდგომ პირადი მონაცემების, მისამართისა და სხვა ინფორმაციის ცვლილებისთვის მომხმარებელი ვალდებულია დაგვიკავშირდეს ფეისბუქის, ვათსაფის ან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს 2 საათისა
მომსახურების მიღებისა
ჩვენი ვებგვერდით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასტაბით
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე
- ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან წაიშალოს მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
- ვებგვერდზე გამოყენებული მედია მატერიალები პროდუქტის აღწერის შესახებ, სურათები, ვიდეოები და სხვა ვიზუალური მასალა არის მაქსიმალურად მიმსგავსებული და მიახლოებული რეალურთან, თუმცა შესაძლებელია საბოლოო პროდუქტი, რომლსაც მომხმარებელი მიიღებს განსხვავდებოდეს ფერით, ფორმითა და ზომით.
- ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც მიიღებს მომხმარებელი და საიტზე გამოყენებული მედია მატერიალები მაქსიმალურად იყოს მიმსგავსებული რეალურთან.
- პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიას ნებისმიერი სოციალური ქსელით ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ინფორმაციის დასაზუსტებლად
- ასეთი პირობის არსებითად დარღვევის შემთხვევაში კომპანია ვალდებულებას იღეებს გონივრულ ვადაში გამოასწოროს შეცდომა.
- კომპანია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეუწყვიტოს მომხმარებელს საიტით სარგებლობის უფლება და ყველა სხვა, მასთან დაკავშირებული სერვისითა თუ მომსახურებით სარგებლობის უფლება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში
ვებსაიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს რომ:
- ჩვენს კომპანიაში მომუშავე შესაბამისი უფლებამოსილი პირს ნახავს და დაამუშავებს თქვენს პირად და პერსონალურ ინფორმაციას;
- ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობის შემთხვევაში;
- კომპანია გადასცემს თქვენს პერსიონალურ და პირად ინფორმაციას, მათ შორის საიტით სარგებლობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას, საგამოძიებო ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციას, შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენელს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
თქვენს მიერ ამ ვებ გვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის განთავსება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ განკარგვაზე თანხმობად.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა ისეთ პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
- კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ ზიანზე
პერსონალური ინფორმაციის გამოყენების პირობები
ვებსაიტით სარგებლობისას შეგროვებული პერსონალური/მაიტენტიფიცირებელი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შეკვეთასთან დაკავშირებული პროცედურების ჩასატარებლად, მომხმარებელთან დასაკავშირებლად, საიტის მოხმარების გაუმჯობესების მიზნით და ლოიალობის პროგრამის გამართულად ფუნქციონირებისათვის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ).
გადახდა და ანგარიშწორება
ჩვენი ვებსაიტით სარგებლობისას პროდუქტის შეძენა შესაძლებელია, როგორც ბარათით გადახდით ასევე საბანკო განვადებით, ორივე მეთოდით გადახდის შემთხვევაში თქვენ გადამისამართდებით ჩვენი პარტნიორი ბანკების დაცულ ვებგვერდზე, გააგრძელებთ პროცესს. თქვენი პირადი მონაცემები ამ პროცესისას არის აბსოლუტურად დაცული და არც ჩვენ და არც მესამე პირს, გარდა კონკრეტული საბანკო დაწესებულებისა, რომელიც გვაძლევს სერვისით სარგებლობის საშუალებას, წვდომა არ აქვს გადახდის პროცესზე ბანკის დაცულ ვებგვერდზე გადამისამართების შემდეგ.
განვადებით ან ბარათით შეძენის შემდგომ განაცხადის სტატუსი ხელმისაწვდომი ხდება ჩვენთვის დამატებითი პროცედურების ჩასატარებლად, შეკვეთის დასრულების მიზნით.
ანგარიშწორების დასრულების შემდეგ დაიწყება პროდუქტის გამზადება მომხმარებელთან გასაგზავნად
მარკეტინგი და კომუნიკაცია
კომპანია უფლებას იტოვებს უფლებას ჩვენთან რეგისტრირებულ მომხმარებლებს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ელექტრონული წერილები, სიახლეების გაცნობის მიზნით.
სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება
კომპანია უფლებას იტოვებს გამოიყენოს ვებსაიტზე ვიზიტორთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია სტატისტიკის წარმოებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
შეკვეთის დამუშავება და მიწოდება
შეძენილი პროდუქციის დამუშავება და გაზაგზავნად გამზადება ხდება შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა
დამუშავების შემგომ მიწოდება ხდება შემდეგი განრიგით:
მიწოდება თბილისის მასშტაბით 1-2 სამუშაო დღე
მიწოდება რეგიონის მასშტაბით 3-4 სამუშაო დღე
მიწოდების ღირებულება ცვალებადია და განისაზღვრვრება კონკრეტულ შემთხვევაში ამანათის მოცულობითა და ლოკაციით
კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მიწოდების პირობები
შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან–პარასკევის ჩათვლით.
შეკვეთის გაუქმების პირობები:
შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია კომპანიასთან შეთანხმებით; შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ნივთი საკურიერო კომპანიას არ აქვს წაღებული.
შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურები მათ შორის თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება და სხვა შესაძლებელია გაგრძელდეს 14 კალენდარულ დღემდე.