პრემიუმ კატეგორიის მაღალტექნოლოგიური IPL ლაზერული ეპილატორი
ერთადერთი ორსხვივიანი ლაზერული ეპილაციის აპარატი საქართველოში
ორსხივიანი ლაზერის მექანიზმი – ნაცვლად ტრადიციული ერთსხივიანი მექანიზმისა, აღნიშნულ მოდელს აქვს ორი ფიზიკული ლაზერი, რომელიც აორმაგებს აპარატის სიმძლავრეს და მის ეფექტურობას, შედეგის დადგომისთვის ოჯერ ნაკლები დრო არის საჭირო ვიდრე ტრადიციული აპარატების გამოყენებისას, შესაბამისად გამოყენებაც ბევრად კომფორტული და მოსახერხებელია.
საფირის უკაწრავი მთავარი შუშა – საფირის შუშა არის პრემიუმ კატეგორიის პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რომელიც არამხოლოდ იცავს აპარატის მთავარ ფანჯარას დაზიანებისგან და დაკაწვრისგან არამედ უზრუნველყოფს პროცედურის სრულიად უმტკივნეულო ჩტარებას. საფირის შუშა აცივებს ლაზერიდან წამოსულ იმპულსს და კანთან შეხებისას პრაქტიკულად ყოველგვარი ტკივილის შეგრძნების გარეშე მიმდინარეობს ეპილაცია.
მოყინვა+საფირის გაგრილება+აქტიური გაგრილება – ჩვენს ლაზერული ეპილაციის აპარატს აქვს სამმაგი გაგრილების სისტემა : საფირის გაგრილება, ალუმინის რადიატორი, აქტიური გაგრილება. ჯამურად სამივე კომპონენტი უზრუნველყოფს უმტკივნეულო და მეტიც კი, სასიამოვნოდ პროცედურის ჩატარებას.
იმპულსის სისწრაფე – აპარატს აქვს წარმოუდგენელი 0.25 წმ იმპულსის მაქსიმალური სისწრაფე, რაც საშუალებას გვაძლევს პროცედურის დრო გავანახევროთ და უსწრაფესად ჩავიტაროთ ჩვენთვის სასურველ ზონაზე ეპილაცია. იმპულსის სისწრაფე ზრდის კომფორტსა და პროცედურის ჩატარების სიმარტივეს, გვიზოგავს იმ დროს, რაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.
უძლიერესი იმპულსი – აპარატს აქვს ორსხივიანი მექანიზმი და ჯამში 48J სიმძლავრე, რაც უმაღლესი ეფექტურობის მაჩვენებელია, მცირდება (თითქმის ნახევრდება) შედეგის მიღების დრო და იზრდება ეფექტურობა.
სენსორები – ჩვენს ლაზერულ ეპილატორს აქვს კანის ფერის ამოსაცნობი და კანთან შეხების დეტექციის სენსორი. კანის ფერის ამოსაცნობი სენსორი ავტომატურად ამოიცნობს კანის ფერს და შესაბამისად ავტომატურად დაარეგულირებს სიმძლავრეს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ეფექტურობა. კანთან შეხების დეტექციის სენსორი უზრუნველყოფს იმპულსის გაშვებას მხოლოდ კანთან შეხებისას . ეპილატორის ჭკვიანი სენსორი ჰაერში ან ღია სივრცეში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს იმპულსს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მის გამოყენებას და იცავს ეპილატორს და გვიცავს ჩვენც არასასურველი იმპულსის გაშვებისგან.
სიმძლავრის დონე – როგორც პრემიუმ კატეგორიის პროდუქტს, ეპილაციის აპარატს აქვს სიმძლავრის 6 დონიანი კონტროლი, რაც საშუალებას გვაძლევს სხეულის ნებმისმიერი ზონისთვის იდეალურად შევარჩიოთ სასურველი ძალის იმპულსი.
მუშაობის 2 რეჟიმი – ავტომატური და ხელით მართვა. ავტომატური რეჟიმის დროს ელიპატორი თავისით ავტომატურად გამოიყენებს იმპულსს ყოველგვარი ღილაკის გარეშე. ხელით მართვის დროს ჩვენ თვითნ ვაკონტროლებთ იმპულსის გაშვებას, რათა უფრო აკურატულად დავარეგულიროთ პროცედურის ჩატარება სენსიტიურ ზონებზე.
ეპილატორის აქვს ციფრული ეკრანი, რომელიც მხოლოდ ჩართულ მდგომარეობაში აქტიურდება, სადაც ვხედავთ ფუნქციების სრულ სპექტრს.
კომპლექტაციაშია – ეპილაციის აპარატი, კვების წყარო, დამცავი სათვალე, სამოგზაურო ჩანთა, საპარსი პირი, ინსტრუქცია.






