პრემიუმ კატეგორიის მაღალტექნოლოგიური თმის საშრობი
სიმძლავრე 1300w – ენერგოეფექტური და მძლავრი ყოველდღიური თუ პროფესიონალური გამოყეენებისთვის, 110 000 rpm ელექტრონული ძრავი უზრუნველყოფს ჩუმად და ეფექტურად მუშაობას, ყოველგვარი ჩარევების გარეშე.
ტემპერატურის 5 რეჟიმი – 25°C/45°C/55°C/60°C/80°C და სიჩქარის 2 რეჟიმიდან შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი და მოარგოთ კონკრეტულ სიტუაციას, იქნება ეს ბავშვის თმის გაშრობა, მოკლე თმის, გრძელი თმის, ხუჭუჭა თუ სწორი თმის გასწორება.
ნეგატიური იონიზაცია – 500 მილიონი ნეგატიური იონი ხელს უწყობს დაზიანებული თმის ბოლოების აღდგენას და თავიდან გვაცილების თმის არასასურველ დამუხტვას გაშრობის პროცესში.
დისტანციის კონტროლის Ai სენსორი – ინოვაციური ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც თმის საშრობი თვითონ არეგულირებს ტემპერატურას გაშრობის პროცესში. ამ რეჟიმში ის ავტომატურად განსაზღვრავს მანძილს, საშრობის თავში ჩამონტაჟებული სენსორიდან, ჩვენს თმამდე და შეგვირჩევს იდეალურ ტემპერატურას, რომ დაიცვას ჩვენი თმა დაზიანებისგან.
ციფრული LED ეკრანი სარკის ეფექტით – თმის საშრობის უკანა მხარეს არის ულამაზესი ინტერაქციული დიდი ციფრული LED ეკრანი, რომელზეც ვხედავთ ყველანაირ პარამეტრს, მათ შორის: ტემპერატურას, რეჟიმს, იონიზაციის ფუნქციას, ჭკვიანი ჩიპების მუშაობას და ა.შ ასევე ეკრანის გარშემო რგოლის ფერი მიგვანიშნებს შესაბამის ტემპერატურაზე. გამორთულ მდგომარეობაში ეკრანს აქვს სარკის ეფექტი.
ორმაგი ფილტრაციის სისტემა – თმის საშრობს აქვს ორმაგი ფილტრაციის სისტემა, გარე ცხაურა და შიდა ცხაურა, რომ მაქსიმალურად შეამციროს ძრავის დაბინძურება.
რეჟიმის დამახსოვრების ფუნქცია – აპარატის გამორთვის, ან დენის უეცარი გათიშვის შმთხვევაში, საშრობს შეუძლია დაიმახსოვროს ბოლო რეჟიმი, რითიც ის მუშაობდა და ჩართვის შემდგომ ავტომატურად გააგრძელებს მუშაობას ბოლო პარამეტრით, რაც დამატებითი კომფორტია და უზრუნველყობს საშრობის მარტივ გამოყენებას.
აქსესუარები – საშრობს მოყვება 2 დამატებითი მაგნიტური თავი, დიფუზორი და კონცენტრატორი. კონცენტრატორს არის დამწვრობის საწინააღმდეგო ორშრიანი ზედაპირით დაფარული, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთო გამოყენებას. დიფუზორი გამოიყენება ხვეული თმის უკეთესად გასაშრობად, რომ შენარჩუნდეს თმის მდგრადობა და მოცულობა. ორივე თავი არის 360 გრადუსიანი მაგნიტური ტრიალის ფუნქციით








